„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდა. მისი საუბრის ერთ-ერთი თემა იყო, როგორ აპირებს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ქართველებისათვის ევროპაში ლეგალური სამუშაო ადგილების გამოყოფას.
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის კიდევ ერთი ნაწილი, საპრეზიდენტო ფონდის გადანაწილების ახალ წესს ეხება. ბაქრაძე პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ფონდის ნახევარი, უცხოეთში ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდება.
დავით ბაქრაძე ვიზიტის ბოლოს იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ერთად წირვას დაესწრო, რომელიც რომში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა იოანემ აღავლინა.