17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქცია გვიან ღამით დაიშალა

ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქცია გვიან ღამით დაიშალა. მონაწილეებმა მერიის მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც მათთან ვიცე-გუბერნატორი გია დალაქიშვილი მივიდა. მანამდე პროტესტის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი ზესტაფონის მერიის წინ  სკვერში მათ მერის მისაღებიდან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შენობის დატოვა მათ სამართალდამცველებმა მოსთხოვეს. ზესტაფონის მერის კახა მახათაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები