17 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
"ჩვენ ვაკის პარკსაც მოვაწესრიგებთ და სხვა პარკებსაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია" - კალაძე

თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით უკმაყოფილოა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ის კომპანიები გააკრიტიკა, რომლებიც თბილისის მასშტაბით სამუშაოებს შეფერხებით ახორციელებენ.

კალაძემ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"პირიქით გახარებულები უნდა იყვნენ ეს ადამიანები და ამ ქალაქში მაცხოვრებლები იმ პროექტებით, რომლებიც ქალაქში ხორციელდება. გამოდიან ე.წ. ექსპერტები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, ჩვეულებრივი უქნარა ადამიანები და საუბრობენ ვაკის პარკზე და სარეაბილიტაციო საქმიანობებზე. ერთადერთი რითიც ხალხს თავი დაამახსოვრეს, წითელ ბაღში 4 ძირი ხე დარგეს და ისინიც გახმა. შესაბამისად, ჩვენ ვაკის პარკსაც მოვაწესრიგებთ და სხვა პარკებსაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია,"-ამბობს კალაძე.

დღის ამბები