17 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
Wizz Air-ის ბორტი დაზიანდა - ქუთაისი-ბარსელონას რეისი ამ დრომდე არ შესრულებულა 

ქუთაისი-ბარსელონას რეისი რომლიც დავთ აღმაშენებლის აეროპორტიდან 16:00 საათზე უნდა შესრულებული ორი საათის დაგვიანებით სრულდება, თუმცა გაფრენას ყველა მგზავრი ვერ ახერხებს. თვითმფრინავში ასვლის უფლება კომპანია "ვიზიარის" წარმომადგენლებმა და ეკიპაჟის წევრებმა მხოლოდ მგზავრთა ნაწილს მისცეს. 

ბორტზე ვერ მოხვდა მგზავრთა ის ნაწილი, რომელსაც ბილეთები 22 ნომრიდან 30-ის ჩათვლით ჰქონდა. მიზეზი კი უკანა საავარიო გასასვლელის დაზიანება გახდა. 

არსებული ინფორმაციით, გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე აღმოჩნდა, რომ უკანა საავარიო გასასვლელი არ იხსნებოდა. 

მომხდარს მგზავრთა პროტესტი მოჰყვა. 

დღის ამბები