სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რამდენიმე საათში 13 დღიან პროტესტს ენგურის ხიდთან დაასრულებს.
სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავზე მაქარაშვილი სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ ადამიანებთან ერთად რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.
სამოქალაქო აქტივისტმა ფეხით მსვლელობა თბილისიდან სოხუმის მიმართულებით 14 სექტემბერს დაიწყო.
„შემომიერთდებიან ადამიანები ვის ყურამდეც მივიდა ეს და შეძლო სამუშაო დღეს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსვლა. მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ვუთხრათ სათქმელი ენგურს იქით დარჩენილ ჩვენს ძმებს, რომ ჩვენი მტერია რუსეთი და დრო ვერ განკურნავს ოკუპაციას“-ამბობს გიგა მაქარაშვილი.