17 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
ვეტერანები და აფხაზეთში დაღუპულების ოჯახის წევრები სოხუმის დაცემის დღეს იხსენებენ

აფხაზეთის ომის მონაწილეები, დაღუპულების ოჯახის წევრები გმირთა მემორიალები იკრიბებიან და სოხუმის დაცემის დღეს იხსენებენ. მათ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

"როდესაც რუსეთმა პირველი შემოტევა მოახდინა, მათი დამარცხება, მოგერიება მოვახერხეთ, მაგრამ მერე რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა მიხვდა, რომ ეს საკმარისი არ იყო და დიდი ძალით შემოგვიტიეს ყველა მხრიდან და ერთი დღის განმავლობაში ყველაფერი დაამთავრეს,"- განაცხადა ერთ-ერთმა ვეტერანმა. 

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები