17 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
"უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში" - ნინო ბურჯანაძემ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღევანდელმა დღემ უნდა გააერთიანოს საზოგადოება.

„ეს არის ტრაგედია როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის. მე მინდა, რომ ამ ტკივილმაც რაღაცნაირად გვიბიძგოს, რომ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი. დავიწყოთ შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სოხუმის დაცემიდან ზუსტად 25 წელი გავიდა. სისხლიანი ბრძოლების შემდეგ სეპარატისტებმა, რუსეთის სამხედრო ძალების აქტიური მხარდაჭერით სოხუმი დაიკავეს და ქალაქში მყოფი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დემონსტრაციულად დახვრიტეს.

სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან კი დილიდან მიდიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ მათი თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები. 

დღის ამბები