„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და დეპუტატი ნატო ჩხეიძე მორიგ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. საუბარია ირაკლი კობახიძის შეფასებაზე, რომ ჩანაწერები სადაც საუბარია ივანიშვილზე ვერ გახდება აჟიოტაჟის საფუძველი, რადგან ის მიმართულია პარტიის დისკრედიტაციაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩანაწერებში საუბარია ქრთამზე და თუ კი ოქუაშვილმა და ჩუბინიშვილმა ჩაიდინეს დანაშაული მათ მიმართ უნდა გავრცელდეს სანქციები.
ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაავალა პროკურატურას, მოხდეს დაზარალებულების დევნა.
„ბატონმა კობახიძემ დაადასტურა ჩემი ვარაუდი, რომ პროკურატურას მისცა მესიჯი. მე ახლა უფრო მეტს ვიტყვი. ბატონმა კობახიძემ პროკურატურას მისცა დავალება, რომ დაზარალებული გამოიყვანონ არ ვიცი რად. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ დაზარალებულს აქეთ ემუქრებოდნენ . ბატონი კობახიძის თანამდებობრივ მაღალ სტატუსს არ შეფერის ასე საუბარი. ოქუაშვილი, პეტრე და პავლე. რადგან იმ ზოგად პეტრე და პავლეს აქვს კონკრეტული გვარები. ერთის გვარია ივანიშვილი და მეორესი გახარია. ასე, რომ საზოგადოება ნელა -ნელა უფრო მეტს შეიტყობს იმ მოვლენების შესახებ რა ძალადობა ხორციელდებოდა „ომეგა ჯგუფზე“ და ოქუაშვილზე,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ჩანაწერში, რომელშიც გავრცელდა ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურა, რომელიც პირდაპირ ერევა და თავისი შეხედულებებისამებრ ალაგებს სიგარეტის ბაზარს, წყვეტს ვისი დაჯარიმება შეუძლია ფინანსთა მინისტრს და ვისი არაა.