"პრობლემური ვახტანგური" - ასე ჰქვია მუსიკალურ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც უფლისციხეში ხვალ გაიმართება. საოკუპაციო ხაზთან ახლოს, კლდეში ნაკვეთ ქალაქში ქართული და გერმანული თანამედროვეობის ძირითადი საკითხები დაისმება.
მწერალ ლაშა ბუღაძის ”ჯონჯოლის საქმის” მიხედვით, უფლისციხეში ჩასულ მაყურებლებს თოჯინები რუსულ ოკუპაციას უჩვენებენ.
“პრობლემური ვახტანგურის“ ანუ ქართულ-გერმანული პროექტის მთავარი კონცეფცია ორი ქვეყნის ხალხის ისტორიები და მათი თანამდეროვე შეხედულებებია.
პრემიერისთვის მზადება ქართველმა და გერმანელმა მსახიობებმა დამოუკიდებლად ივნისიდან, ერთობლივად კი უკვე ორი კვირაა დაიწყეს.
ოკუპირებული ხალხის მიწაზე "პრობლემური ვახტანგურის" სამი სივრცე 27, 28 და 29 სექტემბერს მაყურებლისთვის პირველად გაერთიანდება.