ხმაური და დაპირისპირება რუსთავის პროზექტურასთან. 5 თვის გარდაცვლილი ბავშვის მშობლები ცხედრის გადაცემას ითხოვდნენ. ბავშვი ჟვანიას კლინიკაში გადაყვანიდან 3 დღეში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ოჯახის წევრების განმარტებით, მათთან პოლიცია სახლში მივიდა და ცხედარი ძალის გამოყენებით პროზექტურაში ექსპერტიზისთვის გადაასვენა.
მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ცხედარს ექსპერტიზა მაინც ჩაუტარდა.
მომხდარზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც კლინიკას განმარტებები არ გაუკეთებია. ადგილზე იმყოფებოდა ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი.