როგორია მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლები და არის თუ დადებითი დინამიკა სახელფასო პოლიტიკაში - ინფორმაციის თავისუფლების საერთაშოროსო დღესთან დაკავშირებით 7 წლიანი პერიოდის კვლევას IDFI გამოაქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ მიღებული ახალი კანონის მიუხედავად სახელფასო პოლიტიკაში ხარვეზები ამ დრომდე რჩება.
დეტალებზე საუბარს IDFI-ის წარმომადგენლები დღევანდელ პრეზენტაციაზე აპირებენ. წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციებიც.