17 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
"ყველას ინტერესშია, რომ გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად" - "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების დირექტორების გამოკითხვა გრძელდება

"ომეგა ჯგუფის" ხმაურიან საქმეზე გამოკითხვები პროკურატურაში გრძელდება. უწყებაში "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების დირექტორებს დღესაც გამოკითხავენ.

პროკურატურაში უკვე მივიდა ”ომეგა ჯგუფის” ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე. მისი თქმით, ის მზად არის გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

„ჩემს ინტერესში და ჩვენს, ყველას ინტერესშია,რომ გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად. ყველა კითხვაზე, რომელიც ჩემს წინაშე იქნება დასმული გავცემ სრულ და ამომწურავ პასუხს“-განაცხადა ”ომეგა ჯგუფში” შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ასანიძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ ნიკოლოზ ასანიძე "ომეგა ჯგუფზე" ზეწოლის საქმეზე არ ფლობს იმდენ ინფორმაციას, რასაც კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, თუმცა ის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მოწმეა, თუ მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას პროკურატურა რეალურად გამოიყენებს.

საგამოძიებო ორგანოში გუშინ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ორი დირექტორი დაიბარეს. სავარაუდოდ, პროკურატურაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს "იბერიისა" და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ნატო ჩხეიძეც. ჩხეიძე თბილისის პროკურატურაში დღეს იყო დაბარებული, თუმცა გამოკითხვა გადაიდო. 

გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები