17 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
თაღლითობის ბრალდებით გასამართლებული "ოცნების" მაღალჩინოსნები ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ელოდებიან - "კურიერმა" ფარული ჩანაწერი მოიპოვა

ხონის საკრებულოს თავმჯომარე, ვალერი ბახტაძე, მერის მოადგილესთან ერთად თაღლითობის ბრალდებით გასამართლებული თანამშრომლებისთვის თანამდებობის შენარჩუნების და სახელმწიფო სამსახურში დაბრუნების სქემას ადგენს.

კურიერმა მოიპოვა  ფარული ჩანაწერები, სადაც ბახტაძე, მერის მოადგილესთან ერთად, ამ სქემას ადგენს.

მაღალჩინოსნები, ვისი გათავისუფლებაც ვალერი ბახტაძეს არ უნდა, თაღლითობაში არიან ბრალდებულები.

2015 წელს მათ მიერ გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე ხონის რაიონის სოფელ კინჩხში 5371 კვ მიწის ნაკვეთი უკანონოდ გადასცეს ხონის გამგებლის იმდროინდელი მოადგილის, ოთარ ქაშიბაძეს მეუღლეს, ნინო ქაროსანიძეს.

საქმე პროკურატურამ გამოძია, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებს თაღლითობა დაუმტკიცდათ, თუმცა, პროკურატურამ სახელმწიფო ქონების განიავებაში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

მერიის 4 და საკრებულოს 2 თაღლითობაში ბრალდებული თანამშრომელი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგაც პოსტებს ინარჩუნებდნენ.

ფარული ჩანაწერიდან, რომელიც კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ ხონის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურა წინასწარ გაურიგდა, რომ არ მოითხოვდა მათთვის საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების ჩამორთმევას. პროკურორმაც და სასამართლომაც პირობა შეასრულეს.

თუმცა, საჯარო სამსახურის კანონის 107-ე მუხლში წერია, რომ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი გამამტყუნებელი განაჩენია.

სახელმწიფო ქონების თაღლითური გზით დატაცებაში ბრალდებულები სკანდალურ ფარულ ჩანაწერში თავად ყვებიან, რომ სქემას, როგორ უნდა შეინარჩუნონ პოსტები, ვიდრე მათი მაშველი რგოლი სალომე ზურაბიშვილი გახდება. ამავე ჩანაწერით დგინდება, რომ მერი და მისი მოადგილე ადგნენ გეგმას, როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა სახელმწიფო სამსახურში, ვიდრე მათ ახალი პრეზიდენტი შეიწყალებს.

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა კურიერის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გამოძიებით დაინტერესდა, მაშინ ვალერი ბახტაძეს გამომძიებლებისთვის მოუწევს იმის ახსნა, როგორ ცდილობდა დამნაშავე პირებისთვის თანამდებობების შენარჩუნებას საკუთარი გავლენებით. 

დღის ამბები