17 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება - საპატრიარქო მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე საუბრობს

საქართველოს საპატრიარქო მედიაში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ასეთი განცხადებების საჯარო სივრცეში გამოხატვა დაუშვებელია. 

“პრესასა და მედიაში სასულიერო პირთაგან ადრეც და ახლაც გაჟღერდა მსოფლიო პატრიარქისა და რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამები. ეს არის შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედება.
დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ,” – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

დღის ამბები