ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის სქემა გაშიფრულია. კვლევა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ჩაატარა. დასკვნის მიხედვით, არაფორმალური მმართველობის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, მისი დავალებით ყველა ძალოვან უწყებას, განსაკუთრებით კი მთავარ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებს. ბიზნესი და ეკონომიკური გუნდი ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს აქვთ ჩაბარებული. ივანიშვილის არაფორმალური მთავრობა ძირითადად დასმენებით იმართება და ექსპრემიერის ნდობით აღჭურვილი პირების მისია სხვებზე კომპრომატების მოგროვება და ივანიშვილთან მიტანაა.
„როდესაც ქუმსიშვილი დაინიშნა, ფინანსური პოლიციის უფროსი იყო გიორგი ბადაშვილი. ოთარ ფარცხალაძის კადრი. ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა ფინანსური პოლიცია ფინანსთა სამინისტროს. ემორჩილებოდა ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძე ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში იყო. ე.წ. ბიზნესმენი რომელიც აკონტროლებს ფინანსურ პოლიციას და პარალელურად მისი ბიზნეს პარტნიორია უჩა მამაცაშვილი. ივანიშვილის დახმარებით ქუმსიშვილმა ჩახსნა ფარცხალაძე ფინანსური პოლიციიდან. და მე მგონი ესეც დიდი საფუძველია რომ ყოფილიყო დაპირისპირება,“-განაცხადა ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა გიორგი კვიტაშვილმა.