17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი 3 წლისაა

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრს ამერიკაში მოღვაწე ონკო რადიოლოგის ქრისტინა ქეილის სახელი მიენიჭა - სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი დასავლეთ საქართველოში თანამედროვე ონკოლოგიური სერვისების დანერგვაში.

ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ონკოლოგიური ცენტრი უკვე 3 წელია ფუნქციონირებს, პაციენტებს მეთვალყურეობას ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ონკოლოგები უწევენ.

“ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი, ეს არის  დასავლეთ საქართველოში ერთადერთი სამედიცინო ცენტრი, სადაც თავმოყრილია ყველა ტიპის მკურნალობის და დიაგნოსტიკური მეთოდები ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ არა მარტო გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, არამედ უზრუნველვყოფთ ძალიან მაღალი დონის, დასავლური დონის სამედიცინო სერვისების მიწოდებას,“-განაცხადა კობა კიკნაველიძემ.

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრის იუბილე გადარჩენილი პაციენტების ფოტო გამოფენით და ნატო მეტონიძის კონცერტით აღინიშნა - მას უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები და ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები დაესწრნენ.

 

დღის ამბები