09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
საბერძნეთში ქართველების 11-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს

საბერძნეთში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეების 11-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს. ისინი ყაჩაღობასა და ძარცვაში არიან მხილებული.

ბოროტმოქმედები ატიკის რაიონის კერძო სახლებს სისტემატურად ძარცვავდნენ. დანაშაულებრივ ჯგუფში იყვნენ ქალები, რომლებიც შინამოსამსახურეებად მუშაობდნენ და მძარცველებს სახლის მფლობელებზე აწვდიდნენ ცნობებს. პოლიცია ადგილობრივებს მოუწოდებს, დასახელებული პირების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ.

დღის ამბები