09 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
Time-მა გავლენიანი თინეიჯერების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Time-მა გავლენიანი თინეიჯერების რეიტინგი გამოაქვეყნა. მოზარდების სიაში ცნობილ მომღერლებთან და კინოვარსკვლავებთან ერთად, ნობელის პრემიის ლაურეატი პაკისტანელი მალალა იუსუფაი და ბარაკ ობამას შვილები საშა და მალია მოხვდნენ.

სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ 25 კაციან სიაში გოგონები დომინირებენ, რომლებსაც კენჭისყრის შედეგად 20 პოზიცია შეხვდათ.

ყველაზე უმცროსი გავლენიან მოზარდებს შორის ბარაკ ობამას 13 წლის შვილი საშა და ამავე ასაკის ბეისბოლის მოთამაშე მონე დევისი არიან. სიაში გრემის მფლობელი მომღერალი ლორდი, ტრანსგენდერი აქტივისტი ჯაზ ჯენინგსი და სხვა ცნობილი მოზარდებიც მოხვდნენ.

დღის ამბები