09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ალაბამის შტატში ძლიერ შტორმს ორი ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობას შეერთებულ შტატებში მსხვერპლი მოჰყვა. ალაბამის შტატს შტორმმა და ტორნადომ გადაუარა. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობებს სახურავები გადახადა.

წაქცეული ხე ბირმინგემში სატვირთო მანქანას დაეცა და მასში მყოფი ქალბატონი იმსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა ქალაქ ეშდაუნშიც, რომელსაც ტორნადომ გადაუარა. სტიქიის შედეგად დაზარალებული 4 ადგილობრივი, მათ შორის 2 ბავშვი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ალაბამის მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. რეგიონში სამაშველო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები