09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ვლადიმიერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს?

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკვე 1 კვირაა, ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, დასავლური მედია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეუძლოდ არის.

ცნობილია, რომ პუტინმა ასტანაში გუშინ დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ის ყაზახეთის დედაქალაქში ბელარუსის პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა.

გარდა ამისა, გუშინვე გაურკვეველი დროით გადაიდო ცხინვალის რეგიონთან თანამშრომლობის შესახებ ეგრეთ წოდებული შეთანხმების ხელმოწერაც, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა საოკუპაციო რეჟიმისთვისაც.

ამ დროისთვის არსებული ბოლო ფოტომასალა, სადაც პუტინი ჩანს, 4 მარტს არის გადაღებული, ისიც პრეზიდენტის პრესსამსახურმა პუტინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ხმების გასანეიტრალებლად გაავრცელა.

პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. 

დღის ამბები