09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
შეტაკებები თურქეთში გამართულ აქციაზე

თურქეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია შეტაკებებით დასრულდა.

აქციის მონაწილეები, 15 წლის დემონსტრანტი ბიჭის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით, ანკარის ქუჩებში გამოვიდნენ.

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა პოლიციამ აქციის დარბევის დროს მიაყენა, რის შემდეგაც ბიჭმა რამდენიმე თვე კომაში გაატარა.

ანკარაში გამართული აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დარბევა დაიწყეს და 11 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები