09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ყაზანში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

თათრეთის დედაქალაქ ყაზანში, ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ცეცხლი სავაჭრო დაწესებულების პირველ სართულზე შუადღის საათებში გაჩნდა, როცა ადგილზე ხალხმრავლობა იყო.

4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. სახანძრო ბრიგადებს ცეცხლის ჩასაქრობად 9 საათი დასჭირდათ.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ცეცხლის გაჩენის მიზეზად გაუმართავ ელექტროგაყვანილობას ასახელებენ.

მატერიალური ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები