27 დეკემბერი 2024,   07:07
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან - სარალიძეს და მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამების აქციაზე გუშინ ხმაური იყო. რუსთაველზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბანერების საშუალებით კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და ტერიტორიაზე ბანერების განთავსებას ითხოვენ.

"წინაზე როდესაც კარვები წაგვართვა პოლიცია განმარტება მოგვცეს ასეთი რომ კარვებში ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას. სპეციალურად შევიმუშავეთ ისეთი გეგმა, რომ პოლიციისთვისაც ყოფილიყო კონტროლირებადი, წინა ფასადი არ იყო დახურული, სრულიად შეეძლოთ ეკონტროლებინათ, მაგრამ ამჯერად თავიანთ მოთხოვნასაც გადააბიჯეს,"-აცხადებს ზაზა სარალიძე. 

აქციას მოგვიანებით ამერიკიდან ჩამოსული პოლიტიკური კონსულტანტიც შეუერთდა, რომელმაც შვილმკვდარი მამებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა. ქრისტინა პუშოუმ პოლიციელთა რეაგირება დანაშაულად შეაფასა.

"ძალიან გაკვირვებული ვართ პოლიციის ქმედებით. უცნაურია რომ აქტივისტების ასეთი მცირე ჯგუფის წინააღმდეგ აქ ამდენი პოლიციელია მობილიზებული. ხშირად მსმენია რომ სააკაშვილის დროს საქართველოში არ იყო სიტყვის თავისუფლება. მე არ მგონია, რომ ახლა სიტყვის თავისუფლება არსებობს თქვენს ქვეყანაში. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვამტკიცო რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიაა და ამ მხრივ აქ ყველაფერი კარგადაა,"-აცხადებს ქრისტინა პუშოუ.

დღის ამბები