09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
„არსებული სიტუაცია კრემლში გენერლების შეთქმულებას ჰგავს,” - ანდრეი ილარიონოვი

ვლადიმერ პუტინის გაუჩინარების შესახებ საკუთარი ვერსიები აქვს ანდრეი ილარიონოვს.

რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი წერს, რომ არსებული სიტუაცია კრემლში გენერლების შეთქმულებას ჰგავს.

მისი შეფასებით, ხელისუფლებაში სამთავრობო ცვლილებებია მოსალოდნელი.

ილარიონოვი არ გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევი სერგეი ივანოვმა ჩაანაცვლოს, რის შემდეგაც საზოგადოებას აცნობებენ, რომ დამსახურებული დასვენება ერის ლიდერსაც სჭირდება.

ვლადიმერ პუტინის ყოფილ მრჩეველს საკუთარი ვერსიების არგუმენტად რამდენიმე გარემოება მოჰყავს. მათ შორის ის, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის წინ 15 დღით დააპატიმრეს ცნობილი ბლოგერი, რომელიც მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პუბლიკაციებს მმართველი გუნდიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებდა.

მეორე ოპოზიციონერი პუბლიცისტი კი ღიად გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ნემცოვის მკვლელობის შემდეგ პუტინსაც გადააყენებენ.

 

დღის ამბები