26 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
„შეაჩერე ტკივილი“ - სპეციალისტების განცხადებით, ტკივილის პოლიტიკისადმი არსებული კანონმდებლობა არქაულია

„შეაჩერე ტკივილი“ - ამ სახელწოდების შეხვედრა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ქვეყნის წამყვანმა ალგოლოგებმა საზოგადოებას ის პრობლემები გააცნეს, რომელიც მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს აქვთ.

„ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არ აძლევს პაციენტს შესაძლებლობას, რომ არ დაიტანჯოს. ტკივილს აყუჩებს ოპიატური საშუალებები, რისი იურიდიული ტერმინია ნარკოტიკები.

არსებული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს არის ძალიან არქაული, წარმოადგენს საბჭოთა კანონმდებლობისა და ტკივილისადმი საბჭოთა პოლიტიკის გადმონაშთს. შესაბამისად ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს და გახდეს ტკივილზე ორიენტირებული,“-ამბობს ტკივილის პოლიტიკის ექსპერტი ფატი ძოწენიძე.

დღის ამბები