17 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრ კახიშვილთან, ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პრო..ბა არ იქნება-მეთქი - მირზა სუბელიანის მორიგი სკანდალური ჩანაწერი 

„კურიერმა“ ახალი სკანდალური ჩანაწერი მოიპოვა, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

ახალ აუდიოფაილში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთა მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს.

მათ შორის პირველია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახი კახიშვილი. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სწორედ მისგან მოითხოვდა სუბელიანი პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.

სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მოროშკინას მონაწილეობასა და მოროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

მირზა სუბელიანი - „ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო.“

დღის ამბები