09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
„რუსეთის პრეზიდენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მას შეხვედრების დაძაბული გრაფიკი აქვს,” - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთს მომავალი კვირის ბოლოს ესტუმრება. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ”ასოშიეტიდ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მას შეხვედრების დაძაბული გრაფიკი აქვს, რომელთა უმეტესობა არაა საჯარო.

სწორედ ყაზახეთში ვიზიტის გადადების შემდეგ დაიწყო ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აქტიურად მსჯელობა.

ამის პარალელურად კი, ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებით მონეტები გამოუშვეს. მათ უკვე უწოდეს ”პუტინკები” და წინასწარი ინფორმაციით, მათი შეძენა რუსეთის გარდა, ანექსირებულ ყირიმშიც იქნება შესაძლებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები