09 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
"არსებობს საფრთხე, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში, უკრაინის კონფლიქტს ახალ ფაზაში გადავიყვანთ," - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შიშობს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ამის შესახებ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს განაცხადა.

"არსებობს საფრთხე, რომ იარაღის მიწოდების შემთხვევაში ამ კონფლიქტს ახალ ფაზაში გადავიყვანთ და მთლიანად დავკარგავთ მასზე კონტროლს," - განაცხადა შტაინმაიერმა. 

უკრაინაში ამ დროისთვის ვითარება შედარებით მშვიდია. ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სეპარატისტები მძიმე ტექნიკის გაყვანას აყოვნებენ.

თავად პრორუსი მებრძოლები კი აცხადებენ, რომ მინსკის ყველა ვალდებულება შეასრულეს. პარალელურად, რუსეთი, შექმნილი რთული მდგომარეობის მოტივით, დონბასში ჰუმანიტარულ ტვირთს აგზავნის.

აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2016 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. უკრაინაში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანიც. 

"ნატო რუსეთთან დაპირისპირებას არ ეძებს. მაგრამ რუსეთმა პატივი უნდა სცეს მისი მეზობლების საზღვრებს. ეს სტაბილური და მშვიდობიანი ევროპის წინაპირობაა," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები