03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
სადგურის მოედანზე დევნილთა საცხოვრებელი იწვის

ხანძარი დევნილთა საცხოვრებელში. თევდორე მღვდლის 13 ნომერში ათასი კვადრატული მეტრი იწვის. დევნილთა საცხოვრებელთან სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები არიან მობილიზებული.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს, სამაშველო სამსახური ვითარებაში გარკვევას ცდილობს.

დევნილთა საცხოვრებელში, წინასწარი ინფორმაციით, 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა. 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები