27 დეკემბერი 2024,   19:01
ვრცლად
შევხვდი არჩევნებამდე, მომთხოვა 9 მილიონი, მეორე დღეს 2 მილიონის წასაღებად მისი მეუღლე მოვიდა - ივანიშვილი პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრის დეტალებზე გუშინდელ ინტერვიუში ისაუბრა და მომხდარის საკუთარი ვერსია მოჰყვა. ივანიშვილმა თქვა, რომ ის მსოფლიო ბანს 2012 წლის არჩევნებამდე შეხვდა. ივანიშვილმა დაასახელა კონკრეტული თანხა - 9 მილიონი დოლარი, რომლესაც ოლიგაქრის მტკიცებით, მას პაატა ბურჭულაძე მხარდაჭერის სანაცვლოდ სთხოვდა.

"მას შევხვდი და მართლაც შევთავაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მაშინ, როცა ახალი მოსული ვიყავით პოლიტიკაში. მან მიპასუხა, რომ უნდა სცენაზე დარჩეს. მეუღლესთან ერთად მესტუმრა და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის თანახმა იქნებოდა ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო, მან დაასახელა 9 მლნ. დოლარი, ნახევრად ხუმრობით გადავუანგარიშე. დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ სცენაზე იდგე და ამდენი ფული აიღოთქო. გადავთვალეთ ერთად, მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება ორი მილიონი ყოფილიყო და ამის მეტს ვერ გავცდით. მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, მაწვდის ანგარიშს 2 მილიონს ხომ გვაძლევ, აი გადაიხადე. მე ვუთხარი, რომ არა ეს არ მითქვამს შეფასებაში ვიყავითთქო,”-ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, მასაც აქვს კითხვები ფონდ იავნანასთან დაკავშირებით. ივანიშვილი ამბობს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დააღღვევს, თუმცა მაგალითად პროკურატურის განცხადება მოჰყავს და ამბობს, რომ ფონდში შესული თანხის  2/3 გამქრალია.

„კითხვები, რაც უკვე პროკურატურას აქვს 700 ათასი დახარჯეს მან და მისმა მეუღლემ მოგზაურობასა და ხელფასებზე. ბურჭულაძეს მეც დავუსვამ კითხვას, ამას თვლის კანონიერად, რომ საკუთარ თავზე 700 ათასი ლარი დახარჯეს?-ამბობს ივანიშვილი.

დღის ამბები