09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
"ვლადიმერ პუტინი ძიუდოს ილეთებს კარგად ფლობს" - რუსეთი ავსტრალიის პრემიერს პასუხობს

ავსტრალიის პრემიერ–მინისტრის განცხადებას ვლადიმერ პუტინის შესახებ კანბერაში რუსეთის საელჩოში უპასუხეს. რუსმა დიპლომატმა ტონი ებოტს გაუწონასწორებელი უწოდა და მას შეახსენა, რომ ვლადიმერ პუტინი ძიუდოს ილეთებს საკმაოდ კარგად ფლობს.

ასეთი გამოხმაურება იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ტონი ებოტი ვლადიმერ პუტინთან მოსალოდნელ მძიმე საუბარზე ამახვილებს ყურადღებას. ავსტრალიის პრემიერი აღნიშნავს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც ბრისბენში ჩატარდება, რუსეთის პრეზიდენტს მალაიზიური ბოინგის კატასტროფისა და ავსტრალიის მოქალაქეების მკვლელობის თაობაზე არასასიამოვნო კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

დღის ამბები