09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
ლავროვი: "რუსეთი ევროკავშირს კვლავ პარტნიორად განიხილავს"

რუსეთი ევროკავშირს კვლავ პარტნიორად განიხილავს და მზად არის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე მოლაპარაკებები აწარმოოს - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთ–ევროკავშირის ურთიერთობებში გარდამტეხი ეტაპი დადგა.

"ახლა საჭიროა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც პასუხს გასცემს შეკითხვას - ვართ თუ არა სტრატეგიული პარტნიორები, თუ მაინც გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად დავრჩებით", – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს მოსკოვი არასამართლებრივად აფასებს და მათი გაუქმების მომხრეა.

სანქციების პაკეტის ძალაში დატოვებაზე ან გაუქმებაზე ევროკავშირი ოქტომბრის ბოლოს კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები