09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
თურქეთის ავიაციამ ქურთი მეამბოხეების პოზიციებზე იერიშები მიიტანა

თურქეთის ავიაციამ ქურთი მეამბოხეების პოზიციებზე იერიშები მიიტანა. ოპერაცია ერაყის მოსაზღვრე პროვინცია ჰაკარიში ჩატარდა, სადაც ქურთი სეპარატისტების გამოსვლები არ წყდება.

დაჯგუფება "ქურთისტანის მუშათა პარტია" უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაზე მათ უარი უთხრა.

იერიშების შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვრცელდება, თუმცა, ადგილობრივი მედია წერს, რომ იერიშების შედეგად ათობით ადამიანია დაღუპული.

2013 წლის მარტში დადებული ზავის შემდეგ  ეს თურქეთის არმიის მხრიდან პირველი იერიშია ქურთი სეპარატისტების პოზიციებზე. 

დღის ამბები