09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ნატო უკრაინის კრიზისში ჩარევას გამორიცხავს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის კრიზისში ჩარევას გამორიცხავს.

ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოსთვის უკრაინაში რუსეთის ქმედებები მიუღებელია, თუმცა ალიანსი უსაფრთხოების გარანტიას მხოლოდ მის წევრებს აძლევს.

გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში რუსეთის გახშირებული სამხედრო წვრთნების გამოც. სწორედ რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხეა ნატოს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების მიზეზი. მასშტაბურ სამხედრო სწავლებას ალიანსი ამ დროისთვის შავ ზღვაში ატარებს.

დასავლეთის ქვეყნებთან ერთად წვრთნაში გუშინ ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ჩაერთო.

დღის ამბები