09 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ოსამა ბენ ლადენის დღემდე უცნობი ფოტო

მედიაში ოსამა ბენ ლადენის დღემდე უცნობი ფოტომასალა გავრცელდა.

ფოტოები, სადაც "ალ-ქაედას" ლიდერი გარემოცვის წევრებთან ერთად ჩანს, 1996 წელს ავღანეთშია გადაღებული. ისინი ფოტოკორესპონდენტმა გადაიღო, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველმა ტერორისტმა თავშესაფარში ინტერვიუს ჩასაწერად პირადად მიიწვია.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ შეხვედრის დროს ბენ ლადენმა საკმაოდ თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

დღემდე უცნობი ფოტოები მტკიცებულების სახით გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ამ მასალის საფუძველზე შეერთებული შტატებში "ალ–ქაედას" ერთ–ერთი გავლენიანი წევრი გაასამართლეს. 

დღის ამბები