03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ყოფილი მსჯავრდებულები პროფესიულ განათლებას მიიღებენ

ასამდე ყოფილი მსჯავრდებული პროფესიულ განათლებას მიიღებს. იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

სწავლის პროცესზე მონიტორინგს სანიკიძის უწყება განახორციელებს. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, ის კურსდამთავრებულების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

თამარ სანიკიძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ყოფილმა მსჯავრდებულებმა განათლების მირებით და დასაქმებით საზოგადოებაში ინტეგრირება მოახდინონ. 

დღის ამბები