09 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
პაპი ფრანცისკე გადადგომას არ გამორიცხავს

პაპი ფრანცისკე გადადგომას არ გამორიცხავს.

განცხადება ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა მექსიკური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რომის პაპი ვარაუდობს, რომ მისი მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდება, 4 ან 5 წელი, რადგან მიაჩნია, რომ ღმერთმა სამუდამოდ არ უბოძა ეს ადგილი.

ფრანცისკემ მისი წინამორბედის, ბენედიქტ მეთექვსმეტის, გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ გაბედული უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ნაბიჯი, როგორც გამონაკლისი, ისე არ უნდა განიხილებოდეს.

დღის ამბები