
ერაყში 200-ზე მეტი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც ისლამური სახელმწიფოს მიერ მოკლული ხალხის ნეშტია დამარხული.
მონაცემები გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარმა გაასაჯაროვა.
მოხსენება გაერო-ს მისიამ მოამზადა, რომელიც ერაყში ტერორისტული დაჯგუფების დამარცხების შემდეგ მუშაობდა.
ორგანიზაციის მონაცემებით, 202 მასობრივ საფლავში 6-დან 12 ათასამდე ადამიანია დამარხული. ნეშტის შესწავლას კი წლები დასჭირდება.
23 სამარხზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.
გაერო-ს მისიაში არ გამორიცხავენ, რომ ერაყის ტერიტორიაზე შესაძლოა, კიდევ ასობით მსგავსი სამარხი არსებობდეს.