09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
"უკრაინისთვის იარაღის არმიცემა არის შეერთებული შტატების და მისი პრეზიდენტის სირცხვილი," - ჯონ მაკკეინი

"დანაშაულია უკრაინისთვის იარაღის არმიცემა. ეს არის შეერთებული შტატების და მისი პრეზიდენტის სირცხვილი," - ეს განცხადება ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ტელეარხ ტე-ეს-ენისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

მაკკეინის თქმით, უკრაინისთვის აუცილებელია იარაღის მიწოდება.

რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში რიგით მე-19 ჰუმანიტარული ტვირთი შევიდა. ეუთოს დამკვირვებელთა ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს ის არ შეუმოწმებიათ.

პარალელურად, მოსახლეობა ტოვებს რეგიონებს. საცობით გამოწვეულმა 24-საათიანმა შეფერხებამ ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია.

 

დღის ამბები