09 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა

ცნობილი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსეთიდან გაემგზავრა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები გამოცემა „კომერსანტზე” დაყრდნობით ავრცელებენ. როგორც სტატიაშია ნათქვამი, სობჩაკის მიერ რუსეთის დატოვება, ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ გავრცელებულ ეგრეთ წოდებულ „დასახვრეტთა სიას” უკავშირდება.  

ამ სიაში, სობჩაკის გარდა, რუსეთში მოღვაწე სხვა ცნობილი ადამიანებიც მოხვდნენ.

გამოცემა სობჩაკის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ტელეჟურნალისტმა ქვეყანა დროებით, სპეცსამსახურების რეკომენდაციის საფუძველზე დატოვა. 

დღის ამბები