09 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
უკრაინის რადაში დონბასის განსაკუთრებული სტატუსის თემას განიხილავენ

დღეს უკრაინის რადა მინსკის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობის, დონბასის განსაკუთრებული სტატუსის განხილვას იწყებს. ოფიციალური კიევი სტატუსის მინიჭებას მხოლოდ ლეგიტიმური ადგილობრივი არჩევნების ჩატარების პირობებში ვარაუდობსს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის აღმოსავლეთში მშვიდობისმყოფლების მისიის განთავსებაზეც იმსჯელებს.

რუსეთის წინააღმდეგ კი საერთაშორისო საზოგადოების სანქციები მკაცრდება. ევროკავშირი ამ საკითხს 2 დღეში განიხილავს. ამის შესახებ ბერლინში პეტრე პოროშენკოს ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმაც ილაპარაკა.

სანქციების გაუქმებას არ აპირებს ვაშინგტონიც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი 2 დღის წინ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ტელეარხ "როსიას" ეთერში გასულ დოკუმენტურ ფილმსაც გამოეხმაურა.

„1 წლის წინ პუტინი ეუბნებოდა მსოფლიოს, რომ ყირიმში რუსი სამხედროები არ იყვნენ. თუმცა ახალ დოკუმენტურ ფილმში უკვე აღიარებს, რომ სამხედრო ჩარევა ნამდვილად მოხდა. ეს ფაქტი კი ეჭვქვეშ აყენებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთში რუსი სამხედროები არ იბრძვიან,” - განაცხადა ჯენ ფსაკმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები