09 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
რუსეთის საჰაერო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების პროცესი დაიწყო

რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის შემდეგ, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების პროცესი საჰაერო ძალებშიც დაიწყო. ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, დასავლეთ სამხედრო ოლქში სათადარიგო ბაზებზე მოიერიშე თვითმფრინავების გადაჯგუფება მიმდინარეობს.

დილიდან კი ინტენსიური სწავლება დაიწყო ბარენცის ზღვაში. რუსული ხომალდები პირობითი მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების მოძებნაში ვარჯიშობენ. სამხედროები ამუშავებენ მათი განადგურების ტაქტიკასაც.

დაუგეგმავი სწავლება რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტში გუშინ დაიწყო და 5 დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები