ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ქვეყნის მასშტაბით 1200-მდე დარღვევა დააფიქსირა. ხელისუფლების ოპონენტები ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ტენდენციად საარჩევნო პროცესებში ე.წ. ძველი ბიჭების ჩართვას ასახელებენ. ოპოზიციის აზრით, ქვეყანამ 90-იან წლებში ნაბიჯი კიდევ ერთხელ გადადგა.
ე.წ. ძველი ბიჭები და უბნის მაყურებლები გუშინ საარჩევნო უბნებს და ხმის მიცემის პროცესს დილიდან საღამომდე აკონტროლებდნენ.
ოპოზიციის თქმით, ყველაზე შესამჩნევი მეორე ტურზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა იყო. ასობით საარჩევნო უბანზე საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი, ბიულეტენს ჯერ კომისიის წევრს უჩვენებდა, შემდეგ კი ურნაში აგდებდა. უბნებზე, ხალხის მისვლას "ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებით აკონტროლებდნენ.
ოპოზიციის თქმით, არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე ყველაზე დიდი ტყუილი კრედიტების დაფარვისა და საბანკო ვალების ჩამოწერის სქემაა.
მმართველ გუნდში არ მალავენ, რომ მოსყიდვის ფაქტები და გადაცდომები დაფიქსირდა, თუმცა ამ ექსცესებს და გაურკვევლობას სისტემური ხასიათი არ ჰქონია. „ქართული ოცნების“ ლიდერების ამტკიცებენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება.
ოპოზიცია კი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურად აცხადებს.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი