30 ივნისი 2024,   12:50
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა ალიასკაზე - ბიძგების სიმძლავრემ 7 მაგნიტუდა შეადგინა

დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა ალიასკაზე. ბიძგების სიმძლავრემ 7 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი შტატის უმსხვილესი ქალაქის, ანკო-რიჯის, მახლობლად მდებარეობდა.

დანგრეულია სახლები, სკოლები, ხიდები და გზები. 10 ათასობით ადამიანი კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.

პირველი ძლიერი ბიძგის შემდეგ დაფიქსირდა 40 განმეორებითი ბიძგიც. გამოცხადდა ცუნამის განგაშიც. მოსახლეობამ სანაპირო ზონებიდან ევაკუაციის ბრძანება მიიღო.

მსხვერპლის შესახებ ინფრომაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. შტატის გუბერნატორმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დღის ამბები