19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული ბანდერლოგები" - გრიგოლ ვაშაძე

"დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული ბანდერლოგები და ოჯახს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,“ - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიცია თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას.

განცადება საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მან პუბლიცისტზე განხორციელებულ ძალადობას "ორგანიზებული კამპანია" უწოდა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, აეროპორტში ჩარკვიანის ოჯახს მიზანმიმართულად ელოდებოდნენ. მისი განცხადებით, დაშინების კამპანია მართულია ხელისუფლების, პოლიციის და კრიმინალების მიერ.

„28 ნოემბერს გავიღვიძეთ კრიმინალურ ზონაში, სადაც აღარ პოლიტიკური პროცესია, აღარც კონსტიტუციაა, აღარც არჩევნები ტარდება, სადაც ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალური ბანდები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები