19 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ჩვენ, "ლეიბორისტული პარტია" ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ხალხის გვერდით" - "ლეიბორისტები" რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

„ხელისუფლება, რომელიც მოვიდა იმით, რომ 10 თვის ბავშვი ჩაახრჩო ქვევრში ის არ უნდა მართავდეს საქართველოს,“ - ეს განცხადება საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრმა გააკეთა. ლეილა გაფრინდაშვილის თქმით, ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს არ სცნობენ და დაუყოვნებლივ  ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

„ისინი ხალხისთვის არ მოსულან, მათ უნდათ მხოლოდ ქართველი ხალხის ფული, ქართველი ხალხი ღატაკი და გაუბედურებული, რომ ადვილად იყიდონ ისე, როგორც კარტოფილით და შაქრით მოინდომეს ქართველი ხალხის ყიდვა. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა და არ უკადრებია ქვეყნად არავის, ისეთი რამეები აკადრა საქართველოს, მან დაანგრია საყდრისი, მან ღვინის ქვეყანა მარიხუანას ქვეყნად გადააქცია. ჩვენ, "ლეიბორისტული პარტია" ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ხალხის გვერდით და ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება,“ - განაცხადა ლეილა გაფრინდაშვილმა.

 

 

 

დღის ამბები