კახა კალაძემ თბილისის მერის პოსტზე მისი საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა. დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო 12 თვის განმავლობაში თბილისში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორისაა ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაცია.
კალაძის განცხადებით, ასევე მოხდა მთელი რიგი მუნიციპალური უწყების რეორგანიზაცია, კონკრეტული რეფორმა გატარდა ტაქსების რეგულირების მიმართულებითაც.
„წლევანდელი ბიუჯეტი იქნება 921 მილიონი , თუმცა ეს არ არის მხოლოდ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. დამატებითი სპეცტრანსლერებით წლევანდელი ბიუჯეტი იქნება მილიარდზე მეტი, მილიარდს გადააჭარბებს. აქედან 35%, დაახლოებით 327 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებით. ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობა 455 მილიონი დაიხარჯება, ეკოლოგიის მიმართულებით - 88 მილიონი გვაქვს განსაზღვრული და გამწვანების მიმართულებით - 26 მილიონი ლარი,"- - განაცხადა კახა კალაძემ.