პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საკითხზე კონსულტაციები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან მიმდინარეობს.
გიორგი კაკაურიძის თქმით, ქვეყანაში ორი სარეზერვო ფონდის არსებობა საჭირო არ არის. მისივე თქმით, ვარიანტი, რომელიც 20019 წლის ბიუჯეტში აისახება, ახლად არჩეულ პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია.
„ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკაში არ არის ორი ფონდი, არის ყოველთვის ერთი ფონდი და ვფიქრობ, რომ ჩვენთანაც ერთი ფონდი უნდა არსებობდეს. უკვე განკარგვის კუთხით შესაძლებელია პრეზიდენტს განკარგული უფლებამოსილება ჰქონდეს, ასევე მთავრობას განკარგული, თუმცა მიზანშეწონილია, რომ ბიუჯეტს ერთი სარეზერვო ფონდი ჰქონდეს და არა ორი სარეზერვო ფონდი. საბოლოოდ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე არის კონსულტაციები, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია და ბიუჯეტის დამტკიცებამდე ვფიქრობ, პრეზიდენტთან იქნება შეთანხმებული ის ვარიანტი, რა ვარიანტზეც საბოლოოდ აისახება ბიუჯეტში,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.