ევროსაბჭო ვანო მერაბიშვილის საქმეში ყველა დამნაშავის დასახელებას მოითხოვს. დოკუმენტში, რომელიც ყოფილი პრემიერის ადვოკატებს და მთავრობასაც ჩაბარდა, საუბარია ხელახალი გამოძიების აუცილებლობაზე და მერაბიშვილის უფლებაზე, მოითხოვოს განაჩენის გადასინჯვა.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროსასამართლოს ვერდიქტის შემდეგ საქართველოს ამ საქმის თავიდან გამოძიება დაავალა.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის მიმართ უკვე გამოტანილი განაჩენების კანონიერებაც ეჭქვეშ დააყენა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს მის მიმართ დამდგარი განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნის უფლებაც მიანიჭა.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დავალების შემდეგ, დღეს სახალხო დამცველმა ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მოითხოვა, რომელიც მერაბიშვილის ციხიდან გამყვან პირებს დაადგინეს და პასუხისგებაში მისცემს. ნინო ლომჯარიამ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა.
განსხვავებული პოზიცია აქვს იუსტიციის მინისტრს. თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვტილებას გაეცნო, თუმცა, დასკვნის შეფასების ნაცვლად დღეს მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.
მინისტრთა კომიტეტის უმკაცრესი გადაწყვტილებით ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანა ოპოზიციის შეფასებით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება პროკურატურაში თითქმის 2 წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. კომიტეტი საქართველოს ხელისფლების გადაწყვტილებას და გამოძიების შედეგებს 2019 წლის ივნისში გადაამოწმებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.