19 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
სომხეთის მოსახლეობა დღეს ახალ პარლამენტს ირჩევს

სომხეთის მოსახლეობა დღეს ახალ პარლამენტს ირჩევს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა. პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად 9 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იბრძვის.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ხმების უმეტესობას ახალ პარლამენტში ნიკოლ პაშინიანის ბლოკი "ჩემი ნაბიჯი" მოიპოვებს. არჩევნებში მონაწილეობს ასევე სერჟ სარქისიანის "რესპუბლიკური" პარტია.

აპრილის რევოლუციის შედეგად თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილი პრეზიდენტის გუნდში აცხადებენ, რომ პარტია ახალ პარლამენტში მოსახვედრად ხმების საკმარის რაოდენობას მოიპოვებენ და მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება. ეს პირველი რიგგარეშე არჩევნებია დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში.

დღის ამბები